Belive

რონალდინიოს შვილმა კონტრაქტი ინგლისურ გუნდთან გააფორმა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რონალდინიოს შვილმა, ჟოაო მენდეშმა ,,ბარსელონა'' დატოვა და კონტრაქტი ,,ბარნლისთან'' გააფორმა.

ინგლისური მედიის ცნობით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გუშინ სამედიცინო შემოწმება გაიარა და ახალ კლუბთან 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

19 წლის შემტევმა ,,ბარსელონას'' ახალგაზრდულ გუნდში მხოლოდ 1 სეზონი გაატარა და მიუხედავად იმისა, რომ ჟოან ლაპორტა მასზე დიდ იმედებს ამყარებდა, მისი და კატალონიური გრანდის გზები მაინც გაიყარა.

,,ბარნლი'' მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონშიფში ასპარეზობს. გუნდმა ჩემპიონატის პირველ ტურში ,,ლუთონს'' სტუმრად 4:1 მოუგო.