Belive

FourFourTwo-მ ლა ლიგის 2000-იანი წლების საუკეთესო ფეხბურთელად რონალდინიო დაასახელა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანული ჟურნალის, FourFourTwo-ს ვერსიით, ლა ლიგის 2000-იანი წლების საუკეთესო ფეხბურთელი, კატალონიის ,,ბარსელონასა'' და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი შემტევი, რონალდინიოა.


,,2003 წელს, პარი სენ ჟერმენიდან ბარსელონაში რონალდინიოს გადასვლით, კატალონიური გუნდისთვის, რომელსაც რამდენიმე რთული სეზონი ჰქონდა, ყველაფერი შეიცვალა.

ბრაზილიელმა ბარსასთან ერთად 2005 და 2006 წლებში ლა ლიგა მოიგო და ჩემპიონთა ლიგის თასიც (2006) აღმართა. რონალდინიო ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელად ორჯერ დასახელდა, მან 2005 წელს ოქროს ბურთი მიიღო და ,,სანტიაგო ბერნაბეუზე'' რეალის ქომაგებისგან აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. 2007 წელს დაღმასვლა დაიწყო, მაგრამ მისი გავლენა უზარმაზარი იყო.'' - წერს FourFourTwo
Barcelona's Ronaldinho Gets Real Madrid Ovation in Clasico for the Ages |  News, Scores, Highlights, Stats, and Rumors | Bleacher Report

რონალდინიომ ლა ლიგაში 2003-2008 წლებში ითამაშა, ბრაზილიელმა 170 შეხვედრაში 70 გოლი გაიტანა და 50 საგოლე გადაცემა მიითვალა.

FourFourTwo-ს Top ათეული მთლიანად ,,ბარსელონასა'' და ,,რეალის'' ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. სიაში 6 მოთამაშე კატალონიური გუნდიდანაა, 4 კი - ,,სამეფო კლუბიდან''.

ლა ლიგის 2000-იანი წლების 10 საუკეთესო ფეხბურთელი FourFourTwo-ს ვერსიით:

  1. რონალდინიო

  2. ლეო მესი

  3. ხავი

  4. რაული

  5. ზინედინ ზიდანი

  6. ანდრეს ინიესტა

  7. სამუელ ეტო'ო (მალიორკა, ბარსელონა)

  8. რობერტო კარლოსი

  9. დანი ალვეში (სევილია, ბარსელონა)

  10. რონალდო

სხვა სტატიები