Belive

შოთა არველაძე ჰალ სიტიდან გაუშვეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არველაძისა და ინგლისური კლუბის ურთიერთობა დასრულებულია. რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ჰალმა" ქართველი მწვრთნელი თანამდებობიდან გაანთავისუფლა.

ეს ყველაფერი მოულოდნელი არ იყო, რადგან “ვეფხვების” მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგები საკმაოდ ცუდი იყო. სეზონის კარგი სტარტის შემდეგ გუნდმა ზედიზედ 4 მატჩი წააგო და ამ მომენტისთვის, 10 ჩატარებულ შეხვედრაში დაგროვებული 11 ქულით გუნდი მე-20 პოზიციას იკავებს.

49 წლის სპეციალისტი ინგლისის ჩემპიონშიფის წარმომადგენელ გუნდს სათავეში 2022 წლის 27 იანვარს ჩაუდგა და მას 30-ჯერ უხელმძღვანელა, საიდანაც 9 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 15-ში დამარცხდა.

სხვა სტატიები