Belive

რივალდო: "მჯერა, რომ ფინალში დორტმუნდი რეალს დაამარცხებს..."

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" ლეგენდარულმა შემტევმა - რივალდომ, ჩემპიონთა ლიგის ფინალის პროგნოზი იწინასწარმეტყველა.

1999 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულმა ფინალში უპირატესობა "დორტმუნდს" მიანიჭა.

"დორტმუნდის მიმართ ძალიან დადებითად განვეწყე. მათ ბუნდესლიგაში განსაკუთრებულად კარგი სეზონი არ აქვთ, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე მათმა თავგანწირვამ და ცოტა იღბალმაც თავისი გააკეთა და ღირსეულად გავიდნენ ფინალში.

რა თქმა უნდა, "რეალი" ფავორიტია, რადგან მათ 14-ჯერ შეძლეს ჩემპიონთა ლიგის მოგება და ფინალებს უბრალოდ არ აგებენ, თუმცა მჯერა დორტმუნდელების თავგანწირვისა და სულისკვეთების, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ მჯერა მათი გამარჯვების..." - რივალდო

შეგახსენებთ, რომ რივალდო ოქროს ბურთის მფლობელი და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა. მას გამორჩეული კარიერა "ბარსელონაში" ჰქონდა, სადაც 235 მატჩში 130 გოლი გაიტანა და 45 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სანაკრებო ფეხბურთში კი იგი მსოფლიო ჩემპიონია. რივალდომ ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი 2002 წელს მოიგო.

სხვა სტატიები