შოთა არველაძე: "ბარნლი ჩქარობდა და ღელავდა, ჩვენ კი ამით ვისარგებლეთ"
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"ამ შედეგს ვეგუები. ჩვენ ვიცით, რომ აქ ჩამოსვლა და თამაში ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ მივიღეთ შანსები, გავიტანეთ გოლი და გავურთულეთ მათ საქმე. საბოლოო ჯამში, ამან ჩვენ ქულის მოპოვების შესაძლებლობა მოგვცა. ჩვენ ვიცოდით, რას აკეთებდნენ ისინი და შესაბამისად მოვემზადეთ. ვცდილობდით, რომ ჩვენს გარემარბებს გახსნილი ფეხბურთი არ ეთამაშათ და ამით მეტოქისთვის სივრცე არ მიგვეცა, თუმცა ჩვენს მიერ გაშვებული გოლი ამის მაგალითი იყო. როცა პირველი გოლის გატანას ახერხებ, ეს მეტოქეს განსხვავებულს ხდის. მათ უფრო მეტად უნდა იჩქარონ და უფრო მეტი ენერგია დახარჯონ. ისინი აჩქარდნენ და ანერვიულდნენ, ჩვენ კი ამან უფრო მეტი შესაძლებლობა მოგვცა. საბოლოოდ ეს ყველაფერი ქულის მოპოვებაში დაგვეხმარა", - თქვა 50 წლის ქართველმა სპეციალისტმა.გარდა "ბარნლისთან" მოპოვებული ქულისა, შოთა არველაძის გუნდმა წინა ტურში პრემიერ ლიგიდან დაქვეითებულ კიდევ ერთ გუნდს, "ნორვიჩს" საშინაო კედლებში 3 ქულა აართვა (2:1), იქამდე კი ჩემპიონშიფის ბოლო წლების ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს, "ბრისტოლ სიტის" - 2:1 აჯობა და "პრესტონთან" უგოლო ფრე (0:0) ითამაშა. საერთო ჯამში, 50 წლის ქართველი სპეციალისტის გუნდს 4 ტურის შემდეგ დაგროვებული 8 ქულით მეორე პოზიცია უკავია. შემდეგ შეხვედრას ქართველი მთავარი მწვრთნელის გუნდი 20 აგვისტოს, "ვესტ ბრომვიჩთან" სტუმრად გამართავს.