Belive

გვარდიოლა: "კევინი კარგად არის, თუმცა, სათამაშოდ ჯერ მზად არ არის"

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კევინ დე ბრუინეს შესახებ ისაუბრა. ბელგიელი ნახევარმცველი უკვე დიდი ხანია, რაც ტრავმირებულია. "ქალაქელების" გულშემატკივრები მის დაბრუნებას სულმოუთქმელად ელიან. მანჩესტერელთა ესპანელმა სპეციალისტმა სწორედ ამ თემაზე ისაუბრა.

კევინ დე ბრუინე თავს კარგად გრძნობს, თუმცა, სათამაშოდ ჯერ მზად არ არის. მის რეაბილიტაციის პერიოდს არ დავაჩქარებთ. სირბილი ჯერ კიდევ არ შეუძლია. ასეთი სახის ტრავმებს ზეწოლა არ სჭირდება. როცა კევინი და ექიმები სწორ მომენტს შეარჩევენ, ის მაშინ დაბრუნდება. - განაცხადა პეპ გვარდიოლამ

დე ბრუინემ ტრავმა "ბარნლისთან" პრემიერლიგის პირველი ტურში, მატჩის 23-ე წუთზე მიიღო.

კევინი "სიტის" რიგებში 2015 წლიდან ირიცხება და ამ დროის განმავლობაში "ქალაქელების" ლიდერად ჩამოყალიბდა. ბელგიელს მანჩესტერელების რიგებში 358 მატჩი აქვს ჩატარებული. მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში "სიტისთან" ერთად დე ბრუინემ 5 პრემიერ ლიგა, 5 კარაბაოს თასი, 2 FA-ს თასი, 2 ინგლისის სუპერ თასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერ თასი მოიგო.


სხვა სტატიები