Belive

ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რიო ფერდინანდის პოდკასტში ჟოზე მოურინიოს ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერლიგის მთავარი ფავორიტების დასახელება სთხოვეს:

,,პრემიერლიგას სიტი მოიგებს! სიტი ან ლივერპული... ალბათ, არ ვცდები და მაინც უფრო მანჩესტერ სიტის ვიტყოდი...

ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები სიტი და რეალი არიან. გამარჯვებული თუ სხვა რომელიმე გუნდი გახდება, ეს დიდი მოულოდნელობა იქნება. ანჩელოტის გამო, ვისურვებდი, რომ ჩემპიონი ისევ რეალი გახდეს. ფავორიტთა შორისაა ბაიერნი და პარი სენ ჟერმენიც. - ჟოზე მოურინიო

მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრებში ,,რეალმა'' ,,ლაიფციგი'' 1:0 დაამარცხა, ,,სიტიმ'' კი ,,კოპენჰაგენს'' 3:1 მოუგო.

რაც შეეხება პრემიერლიგას, 24 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ,,ლივერპული'' ლიდერობს, რომელიც მეორეადგილოსან ,,სიტის'' 2 ქულით უსწრებს (ქალაქელთა ანგარიშზე ერთით ნაკლები მატჩია).

სხვა სტატიები