"შოკში ვართ, მუსიალას ტრავმა ძალიან დაგვაზარალებს" - ბაიერნის დირექტორი
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, ჯიჯი დონარუმასთან შეჯახების შემდეგ, ჯამალ მუსიალამ უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც მიმდინარე წელს მისი მოედანზე ხილვა შეუძლებელია.
ფეხის მოტეხილობის გამო, ჯამალ მუსიალას დაუყოვნებლივ ოპერაციის ჩატარება დასჭირდა, სარეაბილიტაციო პროცესი კი 5-6 თვით განისაზღვრა.
მუსიალას ტრავმასთან დაკავშირებით, ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა განცხადება გაავრცელა.
Sprunggelenksluxation und Wadenbeinbruch: Jamal Musiala fällt lange aus.
— FC Bayern München (@FCBayern) July 6, 2025
Gute und schnelle Genesung, Jamal! 🙏 Wir stehen alle hinter dir! ❤️
🔗 https://t.co/WMF2qNj0r1 pic.twitter.com/LWx6WsYyvg
უმძიმესი ტრავმა მიიღო და შოკში ვართ. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჯამალ მუსიალას არყოფნა ძალიან დაგვაზარალებს.
ჯამალ მუსიალა ჩვენი გუნდის ცენტრალური ფიგურაა და ასევე, ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარეც ძალიან მტკივნეულია. ჯამალის გვერდით ვართ და ის ჩვენგან ყველაფერს მიიღებს, რაც დასჭირდება.
- მაქს ებერლი.
შეგახსენებთ, რომ ჯამალ მუსიალამ 2024/25 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 44 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 21 გოლის გატანა შეძლო.