Belive

შირერმა დაასახელა გუნდი, რომელშიც თამაშს ისურვებდა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ალან შირერმა, უპასუხა შეკითხვას თუ რომელ გუნდში ისურვებდა თამაშს:

,,მანჩესტერ სიტიში... იმიტომ, რომ ეს გოლებს, გოლებს და გოლებს ნიშნავს. იქ გოლები უბრალოდ გარანტირებულია.

შეხედეთ ერლინგ ჰოლანდს. უდავოა, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ, ნახეთ, რა მომენტებს უქმნიან. როგორ გოლებს იტანს და რა შანსებს ვერ იყენებს, თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, ნორმალურია.

ასე რომ, მანჩესტერ სიტის დავასახელებდი - იქ წარმატება და გოლები გარანტირებულია.'' - ალან შირერი

შირერი, რომელიც კარიერის განმავლობაში ,,საუთჰემპტონში'', ,,ბლექბერნსა'' და ,,ნიუკასლში'' თამაშობდა, 260 გოლით პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

სხვა სტატიები