რატომ ატარებს ფილ ფოდენი 47-ნომრიან მაისურს?
მაშინ როცა ფილ ფოდენი პირველად გამოჩნდა მისი 47-ნომრიანი მაისური არავის უკვირდა. აკადემიიდან მთავარ გუნდში ახლად გადმოსული ფეხბურთელები ძირითადად, ასეთი არასაფეხბურთო ნომრებით თამაშობენ. მიუხედავად იმისა, რომ ფილი "სიტის" მთავარ ძალას წარმოადგენს მაისურზე მისი რიცხვები მაინც არ შეცვლილა. მეტიც, ინგლისელმა ფეხბურთელმა 47 კისერზეც ამოისვირინგა.
საინტერესოა რა ისტორია იმალება ამ ნომრის უკან?
47 ფოდენის პირველ "სიტის" მაისურზეც იყო გამოსახული და 2017 წელს "ეტიჰადზეც" სწორედ ამ ნომრით გამოვიდა. მიზეზი თუ რატომაც არ იცვლის ინგლისელი ნომერს საკმაოდ გულისამაჩუყებელია. ფოდენის ბაბუა - რონი ფოდენი 47 წლის ასაკში ნაადრევად დაიღუპა. მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად კი ფილი ამ ნომრის შეცვლას არ აპირებს. ბაბუა რონი "სიტის" დიდი გულშემატკივარი იყო და მისი შვილიშვილით ახლა ნამდვილად ამაყობს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ფილის შვილი, დიდი ბაბუა რონის სახელს ატარებს.
აღსანიშნავია, რომ სერხიო აგუეროს წასვლის შემდეგ, არგენტინელმა ფილს 10-ნომრიანი მაისური შესთავაზა, თუმცა მან ამაზე უარი თქვა.
10-ნომრიანი მაისური კლუბში ძალიან დიდი პატივია. მაგრამ, 47-თან გარკვეული სენტიმენტები მაკავშირებს. მინდა საკუთარი მემკვიდრეობა შევქმნა და ეს ნომერი ისტორიას დარჩეს. - განაცხადა ფილმა 2022 წელს