შევჩენკომ მილანის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და ,,მილანის'' ყოფილ თავდამსხმელს, ანდრეი შევჩენკოს, ,,როსონერის'' სიმბოლური თერთმეტეულის დასახელება სთხოვეს:
- დიდა, აბიატი თუ როსი?
- დიდა.
- კაფუ, ძამბროტა თუ ტასოტი?
- რთულია... ტასოტი!
- მალდინი, კოსტაკურტა, სტამი, ნესტა თუ კალაძე?
- ნესტა და მალდინი.
- სერჟინიო თუ იანკულოვსკი?
- სერჟინიო.
- გატუზო, პირლო, ზეედორფი, ამბროზინი თუ ალბერტინი?
- გატუზო, ზეედორფი და პირლო...
- კაკა, რონალდინიო, რუი კოშტა, ლეონარდო, ბობანი თუ რივალდო?
- კაკა და ბობანი.
- ვეა, ინძაგი, ტომასონი, ბირჰოფი, კრესპო თუ შევჩენკო?
- აუცილებლად ინძაგი! მე პრეზიდენტი ვიქნებოდი...
- მწვრთნელი?
- კარლო ანჩელოტი! - ანდრეი შევჩენკო
უკრაინელის მიერ დასახელებული სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე - დიდა
მცველები - ტასოტი, ნესტა, მალდინი, სერჟინიო
ნახევარმცველები/თავდამსხმელები - გატუზო, ზეედორფი, პირლო, კაკა, ბობანი, ინძაგი
მთავარი მწვრთნელი - კარლო ანჩელოტი
ანდრეი შევჩენკო ,,მილანში'' 1999-2006 და 2008-2009 წლებში თამაშობდა. უკრაინელის ანგარიშზე ,,როსონერის'' მაისურით ჩატარებულ 322 შეხვედრაში 175 გოლი და 46 საგოლე გადაცემაა.