Belive

საბა გოგლიჩიძის თამაშზე სერია A-ს ტოპ კლუბების სკაუტები იმყოფებოდნენ

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი იტალიელი რეპორტიორის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, "პარმასა" და "ემპოლის" მატჩზე, "მილანის", "ინტერის" და "იუვენტუსის" სკაუტები იმყოფებოდნენ. სკაუტები შემდეგ მოთამაშეებს აკვირდებოდნენ: საბა გოგლიჩიძე, ადრიან ბერნაბე, ანჟ-იოან ბონი, ჯაკოპო ფაზინი და არდიან ისმაილი.

როგორც Milanreports იტყობინება კლუბებს გაძლიერება სურთ და სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან იაქტიურებენ. პარმას არენაზე, ტარდინიზე, სკაუტების გარდა აგენტებიც იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, საბა გოგლიჩიძეს სერია A-ში დებიუტი 31 აგვისტოს, "ბოლონიასთან" ჰქონდა, მას შემდეგ კი სტაბილურად ასპარეზობს. შეუცვლელად ითამაშა "იუვენტუსთან", "კალიარისთან", "ფიორენტინასთან", "ლაციოსთან", "ნაპოლისთან" საბამ მოედანზე 79 წუთი გაატარა და გუშინ გამართულ შეხვედრაში, "პარმას" წინააღმდეგ შეუცვლელად იასპარეზა.

სხვა სტატიები