Belive

ჟოაო ფელიქსი მილანის ფეხბურთელია

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, ჟოაო ფელიქსი "მილანის" ფეხბურთელია, 25 წლის პორტუგალიელი იტალიურ გუნდს მშრალი იჯარის წესით შეუერთდა და ის "როსონერი"-ში 2025 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს. ცნობილია, რომ ჟოაო ფელიქსი 79-ნომრიან მაისურს მოირგებს.

პორტუგალიელი შემტევი "პორტუს" აკადემიის აღზრდილია, მაგრამ წლების განმავლობაში თამაშობდა: "პადროენსეში", "ბენფიკაში", "ატლეტიკო მადრიდში", "ბარსელონაში", "ჩელსიში" ახლა კი უკვე "მილანშიც" ვიხილავთ.

ტიტულებს რაც შეეხება ერთხელ მადრიდის "ატლეტიკოსთან" ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა, "ბენფიკასთან" ერთად პორტუგალიის ჩემპიონი, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში უეფას ერთა ლიგა მოიგო.

სულ კარიერის მანძილზე მას 259 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და გატანილი აქვს 75 გოლი. 2024/25 წლების ნახევარ სეზონში "ჩელსის" შემადგენლობაში კი მან ყველა ტურნირის 20 შეხვედრაში ითამაშა, სადაც 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები