"შეუძლებელია არ ინერვიულო" - ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი არგენტინასთან შეხვედრამდე
22 ნოემბერს, მსოფლიო კლასიკად აღიარებული მატჩი, ბრაზილია-არგენტინა გაიმართება. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში ორივე გუნდს 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ტიტანების შერკინების წინ, ბრაზილიის მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდო დიაზმა აღიარა, რომ თავის ფეხბურთელებს სანერვიულო ნამდვილად აქვთ, მისი თქმით, ნებისმიერისთვის შემაწუხებელია, როცა დაპირისპირება მესისთან გიწევს.
რა თქმა უნდა, თქვენ არ შეგიძლით არ ინერვიულოთ იმაზე, რომ მესის ეთამაშებით, მაგრამ ჩვენ საკუთარი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, უნდა ვცადოთ შევზღუდოთ მესის შემოქმედებითი უნარები. აშკარაა, რომ ის საერთოდ სხვა ფენომენია, ამიტომ შეუძლებელია არ ვნერვიულობდეთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია მესის მოედანზე - ფერნანდო დიაზი
ბრაზილიელთა პრობლემებს ისიც ემატება, რომ ტრავმის გამო არგენტინასთან შეხვედრას ვინისიუს ჟუნიორი გამოტოვებს. მის ადგილს, სავარაუდოდ, არსენალის ვარსკვლავი გაბრიელ ჟესუსი დაიკავებს.
"სელესაოს" ჯგუფში საქმე კარგად არ აქვს, ბრაზილიელებმა პირველი 5 შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოიგეს, 1 ფრედ ითამაშეს, 2 კი წააგეს. ამ მომენტისთვის ბრაზილია 7 ქულით ჯგუფის მე-5 ადგილზე და პირველ ადგილზე მყოფ არგენტინას 5 ქულით ჩამორჩება. რიო დე ჟანეიროს მარაკანას სტადიონზე გასამართი მატჩი ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, ბრაზილიელები კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.