Belive

მესი და სუარესი ერთნაირი ქცევისთვის დააჯარიმეს

19 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

MLS-ის პირველ ტურში "ინტერ მაიამიმ" საკუთარ მოედანზე "ნიუ იორკ სიტი" მიიღო და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ლეო მესიმ 23 თებერვალს გამართულ შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, თუმცა უსიამოვნებაც შეხვდა.

MLS-ის დისციპლინურმა კომიტეტმა დღეს თავისი გადაწყვეტილება გამოაცხადა. ლიონელ მესი და ლუის სუარესი დაჯარიმდნენ იმ წესების დარღვევისთვის, რომლებიც კრძალავს ფიზიკურ ქმედებებს მოწინააღმდეგის თავზე, სახეზე ან კისერზე. საფინალო სასტვენის შემდეგ, არგენტინელი მსაჯს დაუპირისპირდა, რის შედეგადაც ყვითელი ბარათი მიიღო. კონფლიქტი გამწვავდა მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელის ასისტენტ მეჰდი ბალუჩისთან, რომელსაც მესიმ ხელი კისერზე მოუჭირა.

ანალოგიური ეპიზოდის გამო სანქცია სუარესსაც დაეკისრა. მატჩის პირველ ტაიმში, ურუგვაელი ნიუ-იორკ სიტის ფეხბურთელთან შეხლა-შემოხლაში ჩაერთო და კისერში მოჰკიდა ხელი.

სხვა სტატიები