Belive

როდრიგოს მიმართვა მესის : მსოფლიო ჩემპიონები? ყველამ იცის, როგორც მოიგეთ

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალისა და ბრაზილიის ნაკრების თავდასხმელს, როდრიგოს ეჭვი ეპარება არგენტინის ნაკრების დამსახურებულ მსოფლიო ჩემპიონობაში. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ბრაზილიისა და არგენტინის მატჩი დიდი არეულობით დაიწყო, ფანებს შორის დაწყებული ჩხუბის შეჩერებას ტრიბუნებთან მისული ფეხბურთელებიც ცდილობდნენ. ამის შემდეგ, ლეო მესიმ საკუთარი გუნდი მოედნიდან გაიყვანა, თამაში კი დაახლოებით 35 წუთით გადაიდო.

პროცესში, ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა, როდრიგომ არგენტინელებს "ცბიერები" უწოდა, ლეო მესიმ კი მოწინააღმდეგის რეპლიკა უპასუხოდ არ დატოვა : "ცბიერები ვართ? არა, ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები ვართ, დაფიქრდი სანამ რამეს იტყვი, ბიჭო".

როგორც Folha de Pernambuco TyC Sports იუწყება, ამ შენიშვნის საპასუხოდ, როდრიგომ მუნდიალზე არგენტინის გამარჯვებაზე ირონიული განცხადება გააკეთა:

მსოფლიო ჩემპიონები? ყველამ იცის, როგორც მოიგეთ - როდრიგო

მესი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მან ტურნირზე 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები