შეთანხმება მიღწეულია - ლუის სუარესი ატლეტიკოში ითამაშებს
ცნობილ იტალიელ ჟურნალისტზე ფაბრიციო რომანოზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდი - ლუის სუარესი კარიერას მადრიდის "ატლეტიკოში" გააგრძელებს. ეს ინფორმაცია სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ტრანსფერი მეტად მოულოდნელია. როგორც იტალიელი ჟურნალისტი იუწყება, სუარესი მადრიდში დღეს ჩაფრინდება და მადრიდულ კლუბთან 2 წლიან კონტრაქტზე მოაწერს ხელს.
ურუგვაელი ფორვარდი "ბარსელონაში" 2014 წლიდან ირიცხება, ამ 6 წლის მანძილზე მან 283 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც 198 გოლი გაიტანა და 109 საგოლე გადაცემა შეასრულა.Luis Suarez has already accepted by days to join Atlético Madrid! He’s now parting ways with Barça to move on as a free agent. This deal will be key for Àlvaro Morata > Juventus [Dzeko/Juve deal agreed but stalling because of Milik problems] ⚪️🔴 #FCB #Atleti @MatteMoretto — Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 21, 2020