სარეკორდო გოლის შემდეგ, ევერტონის ფანებმა ჰოლანდს ჯილდო გადასცეს
ერლინგ ჰოლანდი "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობაში არაჩვეულებრივ სეზონს ატარებს. ნორვეგიელმა თავდამსხმელმა პრემიერ ლიგაში 36 გოლის გატანა მოახერხა და საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა. უკანასკნელი გოლი მან "ევერტონის" წინააღმდეგ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ "კანფეტების" გულშემატკივრებმა ჰოლანდს ამ მიღწევისთვის სიმბოლური ჯილდო გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ ერლინგი ინგლისში საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას FWA-ს გვერდი ავრცელებს. ჟურნალისტებს შორის კენჭისყრის შედეგების მიხედვით, 22 წლის ნორვეგიელმა ხმების 82% მიიღო, რაც პრემიერ ლიგის ისტორიაში რეკორდია.
ჰოლანდსა და "მანჩესტერ სიტის" წინ საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრები ელის. 17 მაისს "ქალაქელები" საკუთარ მოედანზე, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "რეალს" დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩი 23:00 საათზე არის ჩანიშნული.
21 მაისს "ჩელსის" დამარცხების შემთხვევაში, გვარდიოლას გუნდი პრემიერ ლიგის ჩემპიონობას ინაღდებს. მანჩესტერულ-ლონდონური დაპირისპირება თბილისის დროით 19:00 საათზე არის ჩანიშნული.