შეთანხმება მიღწეულია - ნაპოლის ახალი სპორტული დირექტორი ეყოლება
9 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ჯოვანი მანა ტურინის "იუვენტუსს" დატოვებს და "ნაპოლის" სპორტული დირექტორის პოსტს დაიკავებს. აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, "პარტენოპეის" წარმომადგენლებსა და 35 წლის ჯოვანი მანას შორის პრინციპული შეთანხმება მიღწეულია და კონტრაქტს უახლოეს დღეებში მოეწერება ხელი. რომანო ასევე აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა სპეციალისტი სპორტული დირექტორის თანამდებობაზე 5 წლის განმავლობაში იმუშავებს.
🔵🔐 Giovanni Manna, set to sign five year deal at Napoli as new director - as all documents are ready.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) April 4, 2024
He's leaving Juventus as the end of the season, as expected. pic.twitter.com/ELTPj3DwIm