Belive

ნაპოლის შევსება | ლუკაკუ უკვე ნეაპოლშია, მაკტომინეი - გზაში

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" აღარაფერი დარჩა, რომ შეთანხმება საბოლოოდ გააფორმოს ბელგიელ ფორვარდ რომელუ ლუკაკუსთან და შოტლანდიელ ნახევარმცველ სკოტ მაკტომინეისთან. როგორც დაანონსებული იყო, ორივე ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის. რამდენიმე წუთის წინ, ლუკაკუ უკვე დაეშვა ნეაპოლის აეროპორტში, მაკტომინეი კი გზაშია.

ოსიმენის გუნდიდან წასვლა გარდაუვალია, ლუკაკუ მის შემცვლელად მოდის და კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. "მანჩესტერ იუნაიტედში" ბრწყინვალედ ჩატარებული სეზონის შემდეგ, სკოტ მაკტომინეის გადმობირება, ნაპოლის სპორტულ დირექტორს, ჯოვანი მანას ძალიან სურდა და ეს მოახერხა კიდეც, მანა თავად იყო ჩასული მანჩესტერში და გარიგებაც ბოლომდე მიიყვანა, შოტლანდიელი ფეხბურთელი ნაპოლის 4-წლიანი კონტრაქტით შეუერთდება.

სხვა სტატიები