Belive

სერხიო რამოსი იუვენტუსში? ტურინელები გამოცდილ მცველს ეძებენ

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერხიო რამოსმა, შესაძლოა, კარიერა იტალიის სერია A-ში გააგრძელოს. Tuttosport-ის ცნობით, "იუვენტუსი" ესპანელს ტრავმირებული გლეისონ ბრემერის ადგილის დასაკავებლად განიხილავს. დღის წესრიგში უფრო მეტი ვარიანტია, მაგრამ ტურინელების ფავორიტი "სევილიას" ყოფილი ფეხბურთელია. სახელდება სხვა მოთამაშეებიც, რომლებიც რამოსის ვერდათანხმების შემთხვევაში პრიორიტეტულები გახდებიან: ჯოელ მატიპი, სიმონ კიაერი და კონსტანტინოს მანოლასი.

სერხიო რამოსი გუნდს 30 ივნისიდან ეძებს. მან დაასრულა კონტრაქტი სევილიასთან და ვერ იპოვა პროექტი, რომელიც კარიერის გასაგრძელებლად მოტივაციას შეუქმნის. რამოსმა ბოლოს "ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშა. 2024 წლის 26 მაისს - თითქმის ხუთი თვის წინ.

იუვენტუსს მცველის საჭიროება მას შემდეგ დაუდგა, რაც გლეისონ ბრემერმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში, "ლაიპციგის" წინააღმდეგ, მძიმე ტრავმა მიიღო და შვიდიდან რვა თვემდე გამოტოვებს.

სხვა სტატიები