"სესკთან ერთად ჩელსიში 2 ტიტული მოვიგე - მას ყოველთვის უნდოდა, რომ მწვრთნელი გამხდარიყო" - კონტე
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სერია A-ს მე-7 ტურის შეხვედრაში, ანტონიო კონტეს "ნაპოლი" საკუთარ არენაზე სესკ ფაბრეგასის "კომოს" უმასპინძლებს, მატჩი 4 ოქტომბერს 20:30 საათზე გაიმართება. ორივე გუნდის მთავარ მწვრთნელს "ჩელსიში" 2016-დან 2018 წლამდე უმუშავიათ, სესკი მაშინ ლონდონური გუნდის ღირსებას როგორც ფეხბურთელი ისე იცავდა, ხოლო კონტე მთავარი მწვრთნელი გახლდათ. მათ 2016/17 წლების სეზონში პრემიერ ლიგა მოიგეს, ხოლო 2017/18 წლებში FA CUP.
აღნიშნულ მატჩამდე, კონტემ ერთად მუშაობის პერიოდი გაიხსენა და მედიასთან კომენტარი გააკეთა:
სესკთან ერთად "ჩელსიში" პრემიერ ლიგის ტიტული მოვიგე, მაშინ ლონდონურ გუნდში შესანიშნავი პერიოდი გვქონდა. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ის მწვრთნელი გახდებოდა, ის თამაშობდა ნახევარდაცვაში და იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის მეკითხებოდა თითოეულ დეტალზე, თუ რას როგორ ვაკეთებდი. ბედნიერი ვარ რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.
"კომო" არის აღმოჩენა, მათ ბოლო 3 თამაშში 9 ქულის აღება შეეძლოთ. ისინი ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე "ბოლონიასთან" 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ ბოლო წამზე გაშვებული გოლით ფრე ითამაშეს, შემდეგ დაამარცხეს "ატალანტა" და "ვერონა".
მათ აქვთ ხარისხი და მათ ბევრ მოთამაშეს დიდი მომავალი აქვს: ფდერას, ნიკო პაზს, პერონეს, ასევე კუტრონეს და სერხი რობერტოს სახით გამოცდილი მოთამაშეები ჰყავთ. ისინი პრობლემებს შეგვიქმნიან. - ანტონიო კონტე - "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი
"ნაპოლი" 13 ქულით პირველ ადგილზეა (4 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი), "კომო" კი 8 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს (2 მოგება, 2 ფრე, 2 მარცხი).