Belive

ჯოვანი დი ლორენცო: "ჩემპიონობაზე 2 წლის წინაც კი არ ვსაუბრობდით"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო, იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში, "უდინეზესთან" ფრედ ნათამაშები მატჩის შემდეგ გუნდის საჩემპიონო შანსებზე საუბრობს.

"ყველა სეზონში, ურთულესი ნაწილი გამოწვევებთან გამკლავებაა, რაც ახლაც უნდა გაგვეკეთებინა. ამ ფრით უკმაყოფილო ვარ. ამიტომ ყველაფერი მაქსიმალურად უნდა გავიღოთ.

სკუდეტო? ამის შესახებ გასახდელში არ ვსაუბრობთ. ამაზე 2 წლის წინაც კი არ ვსაუბრობდით, როცა საკმაოდ დიდი უპირატესობა გვქონდა, ახლა კი საწყისი პოზიციის შესანარჩუნებლად ვიბრძვით. მატჩიდან მატჩამდე წინ მივიწევთ და ვნახოთ რა გამოვა ამ სეზონში", - ამბობს ჯოვანი დი ლორენცო.

"ნაპოლის" 9-მატჩიანი წაუგებელი სერია, 24 ტურის შემდეგ ლიდერის პოზიცია აქვს და მომდევნო მატჩს, რომში, "ლაციოსთან", 15 თებერვალს გამართავს. იმ შემთხვევაში, თუ ნეაპოლელები ისტორიაში მეოთხე ჩემპიონობას იზეიმებენ, ხვიჩა კვარაცხელიას ოქროს მედალს გადასცემენ.

სხვა სტატიები