Belive

შესაძლოა რონალდუს დებიუტი პსჟ-ს წინააღმდეგ შედგეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი "ალ ნასრში“ შესაძლოა "პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში შედგეს.

გასულ სეზონში, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ევერტონის” მატჩის შემდეგ, კრიშტიანუ პატარა ბიჭუნას ხელით შეეხო, რამაც მისი ტელეფონი დააზიანა. ამის გამო პორტუგალიელმა, ჯარიმის სახით FA-სგან 50,000 ფუნტი და ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუმ გუნდი დატოვა ამ სასჯელის მოხდა მაინც მოუწია. რონალდუმ "ალ ნასრის" ერთი საშინაო შეხვედრა უკვე გამოტოვა.

გუნდის მთავარმა მწვრთენლმა რუდი გარსიამ უკვე დაადასტურა, რომ პორტუგალიელი "ალ შაბაბთან" შეხვედრასაც გამოტოვებს.

19 იანვარს ჩანიშნულია საინტერესო შეხვედრა, სადაც ერთმანეთს "ალ ნასრისა" და "ალ ჰილალის" საუკეთესო მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდი და "პარი სენ-ჟერმენი" დაუპირისპირდებიან. არაბული კლუბის მთავარი მწვრთნელის თქმით, კრიშტიანუს დებიუტი შესაძლოა სწორედ აქ, ლიონელ მესის წინააღმდეგ შედგეს.

"მისი დებიუტი "ალ ნასრის" მაისურით არ შედგება. ეს იქნება "ალ ჰილალისა" და "ალ ნასრის" ნაზავი. - განაცხადა გარსიამ L'Equipe-თან საუბრისას.

სხვა სტატიები