ნასერ ალ-ხელაიფი: ,,მბაპესთვის საუკეთესო გუნდი პსჟ-ა''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, გუნდიდან კილიან მბაპეს შესაძლო წასვლაზე ისაუბრა:
,,რა თქმა უნდა, მე მინდა, რომ კილიანი ჩვენთან დარჩეს! მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.
მბაპე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მისთვის საუკეთესო გუნდი კი პარი სენ ჟერმენია. ის პროექტის ცენტრშია.'' - ნასერ ალ-ხელაიფი
მბაპეს ტრანსფერით მადრიდის ,,რეალი'' და ,,ლივერპული'' ინტერესდებიან.
მიმდინარე სეზონში 25 წლის შემტევის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 24 შეხვედრაში 25 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
Transfermarkt-ის მონაცემებით, ფრანგის სატრანსფერო ღირებულება 180 მილიონი ევროა.