რონალდინიო პიკეს მიერ შექმნილ Kings League-ში ითამაშებს
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო ჟერარ პიკეს მიერ შექმნილ ლიგაში ითამაშებს. Kings League მინი ფეხბურთია, სადაც 7 მოთამაშით დაკომპლოქტებული გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებიან. აღნიშნულ ჩემპიონატში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც არიან აგუერო, კასილასი, ჩიჩარიტო და კაპდევილა.
პიკეს ლიგას, რომელშიც უამრავი უცნაური წესია, Twitch-ზე საშუალოდ 7 მილიონი მაყურებელი ჰყავს.
ტურნირის შემდეგი ღონისძიება "ნოუ კამპზე" 26 მარტს გაიმართება.