Belive

,,შესაძლოა, მეცს ჩაკვეტაძე ხელიდან დაუსხლტეს'' - ბელგიელი ჟურნალისტი

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს ბელგიელმა ჟურნალისტმა, საშა ტავოლიერიმ, ტვიტერის პირად გვერდზე დაწერა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე ,,მეცში'' გადასვლასთან ახლოს იყო.

ტავოლიერიმ ქართველი ფეხბურთელის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა:

,,მეცი ჩაკვეტაძის ტრანსფერს აჭიანურებს. მიუხედავად იმისა, რომ ,,გენტთან'' ქართველი შემტევი ნახევარმცველის იჯარაზე შეთანხმება მიღწეულია და დღეს ყველა ფორმალობა უნდა მოგვარებულიყო, ფრანგულმა გუნდმა ტრანსფერის დასრულების კიდევ 2 დღით გადადება ითხოვა.

თუ ლოდინი კიდევ გაჭიანურდება, შესაძლოა მეცს ჩაკვეტაძე ხელიდან დაუსხლტეს, რადგან მას სხვა შემოთავაზებებიც აქვს,'' - წერს ტავოლიერი.

ჩაკვეტაძემ გასული სეზონი ,,სლოვანში'' გაატარა, სადაც 47 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები