Belive

"ჩაკვეტაძე აქ ყველას უყვარს" - უოტფორდის მთავარი მწვრთნელი

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, გიორგი ჩაკვეტაძე "უოტფორდის" ფეხბურთელია. 24 წლის ქართველი, რომელსაც აქამდე ბელგიურ "გენტთან" ჰქონდა ხელშეკრულება და ვადა 2025 წელს გასდიოდა, ინგლისურმა კლუბმა გამოისყიდა.

ჩაკვეტაძის გამოსყიდვასთან დაკავშირებით, "უოტფორდი" მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა და ქართველი ლეგიონერის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ფრანგი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ჩაკვეტაძე პირველივე დღიდან უყვარს.

მასზე პირველივე დღიდან ვარ შეყვარებული. ჩაკვეტაძე აქ ყველას უყვარს. გიორგი აქ ყოფნით ბედნიერია, შესანიშნავ დამოკიდებულებას ავლენს და გიორგისთვის კარგია იმის ცოდნა, რომ ეს მისი სახლია. - ვალერიენ ისმაელი.

შეგახსენებთ, "უოტფორდის" რიგებში ჩატარებულ 26 მატჩში, გიორგიმ 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სხვა სტატიები