გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება სტოკის წინააღმდეგ
გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი" ინგლისის ჩემპიონშიპის 25-ე ტურის მატჩში "სტოკს" დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. პირველი გოლი მე-15 წუთზე "უოტფორდის" ნახევარმცველმა ჯეიკ ლივერმორმა გაიტანა, 35-ე წუთზე კი რაიან მაიმ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.
ქართველმა ფეხბურთელმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 78 წუთი ითამაშა, მატჩის მიმდინარეობის გამო გიორგი ჩაკვეტაძე შეიცვალა, რადგან 52-ე წუთზე უოტფორდის ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო და ქართველი დაცვის გაძლიერების მიზნით ფრანცისკო სიერალტამ შეცვალა.
გიორგი ჩაკვეტაძემ Sofascore-ის მიხედვით 7.0 შეფასება დაიმსახურა. 24 წლის ფეხბურთელი ბურთს 50-ჯერ შეეხო, ზუსტი გადაცემა 35-დან 27 ჰქონდა (77%), ერთხელ კარშიც დაარტყა, 13-დან 6 დუელი მოიგო, 3 შესრულებული დრიბლინგიდან კი 2 წარმატებული იყო.
იგივე შეფასება დაიმსახურა გიორგი ჩაკვეტაძემ Whoscored-ზეც 7.0.
გიორგი ჩაკვეტაძის გუნდი ჩემპიონშიპში 35 ქულით მე-10 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას "უოტფორდი" პირველ იანვარს "პლიმუთის" წინააღმდეგ გამართავს.
A hard-fought point. #WatfordFC | @EFL pic.twitter.com/BmNOfvRcTf
— Watford Football Club (@WatfordFC) December 29, 2023