შესაძლოა, მესიმ ევროპულ კლუბში ისევ ითამაშოს
ლეო მესის "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი 2025 წელს ეწურება, სწორედ ამიტომ, ამერიკელებმა ფეხბურთელს ახალი წინადადება შესთავაზეს. წინასწარი შეთანხმებით, კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდე გახანგრძლივდება და მასში ერთი საინტერესო პუნქტი იქნება გათვალისწინებული, რაც მესის საშუალებას მისცემს ისევ მოირგოს რომელიმე ევროპული კლუბის მაისური.
MLS სეზონი თებერვალში იწყება და დეკემბერში მთავრდება. ახალი კონტრაქტის პირობების მიხედვით, მესი დეკემბრის შემდეგ შეძლებს ევროპულ კლუბს იჯარით შეუერთდეს, რათა მან ფორმა შეინარჩუნოს 2026 წლის მუნდიალისთვის.
წარსულში რამდენიმე ტოპ ვარსკვლავმა გამოიყენა ასეთი შესაძლებლობა. ტიერი ანრი შეუერთდა "არსენალს" "ნიუ-იორკ რედ ბულსიდან", ხოლო დევიდ ბექჰემმა და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ხელი მოაწერეს "მილანთან" მოკლევადიან კონტრაქტს, სანამ "ლოს ანჯელეს გალაქსიში" თამაშობდნენ.