Belive

შესაძლოა კოდი გაკპომ პსვ იანვარშივე დატოვოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს თქმით, არსებობს შანსი, რომ კოდი გაკპო "პსვ-ს" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს.

მუნდიალის დაწყებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნიდერლანდული კლუბი ახალგაზრდა თავდამსხმელის გაყიდვას ზაფხულში გეგმავდა. თუმცა, გაკპოს მიერ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენებმა თამაშმა, ბევრი კლუბის ყურადღება მიიპყრო.

მრავალი წყარო იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან დაინტერესებულია ნიდერლანდელით, რომელმაც კატარში სამ მატჩში სამი გოლი გაიტანა. ამ მომენტისთვის გაკპო სატრანსფერო ბაზარზე 60 მილიონ ევრომდე ღირს.

ასევე ფაბრიციო რომანოზე დაყრდნობით, "მანჩესტერის" გარდა, კიდევ 3 კლუბი არის კოდის შეძენით დაინტერესებული.

შეგახსნებთ, რო ნიდერლანდების ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია. მათ A ჯგუფში 7 ქულა დააგროვეს და 1/8 ფინალში პირველი ადგილით გავიდნენ. აქ მათ მეტოქე ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები იქნება. ლუი ვან გაალის გუნდი აღნიშნულ მატჩს 3 დეკემბერს, 19:00 საათზე გამართავს.

სხვა სტატიები