1998 წლის ვარაუდი - როგორი იქნებოდა ბექჰემი 2020 წელს?!
1998 წელს, ერთ-ერთმა ცნობილმა ინგლისურმა გამოცემამ "FourFourTwo"-მ, ააწყო ფოტორობოტი და იწინასწარმეტყველა, თუ როგორი იქნებოდა 2020 წელს დევიდ ბექჰემის გარეგნობა.
2 მაისს დევიდ ბექჰემს 48 წელი შეუსრულდა და სოციალურ ქსელში "FourFourTwo"-ს ეს ფოტორობოტი ვირუსულად გავრცელდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2015 წელს, ჟურნალმა "People"-მ, დევიდ ბექჰემი, მისი სტილითა და გარეგნობით, წლის ყველაზე მიმზიდველ მამაკაცად დაასახელა.
ბექჰემი არ იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს კომპიუტერით გენერირებული ფოტოების მცდელობისგან "დაზარალდა". ჟურნალმა ასევე ააწყო ინგლისელი ფეხბურთელის - სტივ მაკმანამანის ფოტორობოტი.
სოციალურ ქსელში სტივ მაკმანამანის ფოტორობოტს დიდი გამოხმაურება და ხალისი მოჰყვა. ფოტოზე, რომელზეც ივარაუდეს, თუ როგორი იქნებოდა მომავალში ინგლისელი ფეხბურთელის გარეგნობა, სოციალურ ქსელში წერენ, რომ მაკმანამანის ფოტორობოტი ძალიან ჰგავდა ალბერტ აინშტაინს.
მაგრამ სინამდვილეში, სტივი ისევე გამოიყურება, როგორც ახალგაზრდობაში.