Belive

შესაძლოა იანვარში ჩელსიმ კრიშტიანუ რონალდუ გაიფორმოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ჩელსის" მფლობელი ტოდ ბოელი, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" კრიშტიანუ რონალდუს გადმობირებით არის დაინტერესებული.

Daily Mail ამტკიცებს, რომ ლონდონური კლუბის მფლობელმა კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბა რონალდუს პორტუგალიელ სუპერ აგენტთან ჟორჟე მენდეშთან. ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მის "ჩელსიში" გადასვლას.

ბოილის რონალდუს გადაბირება ჯერ კიდევ ზაფხულში სურდა, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედი" 37 წლის ფეხბურთელის გასაყიდად მზად იყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაშინ ეს ტრანსფერი თომას ტუხელის გამო არ განხორციელდა, რომელსაც პორტუგალიელი ვარსკვლავის გუნდში მისვლა არ სურდა. აჟამად არ არის ცნობილი, არის თუ არა, გრემ პოტერი ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელის დამატებაზე თანახმა.

სხვა სტატიები