Belive

რაფინია: "იდეალური დროა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, იმედია ყველაფერი გამოგვივა"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჰანსი ფლიკის მიერ გაწვრთნილი "ბარსელონა" მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება. ლა ლიგის ახალ სეზონში, "ბარსელონამ" 4 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ოთხივეში გაიმარჯვა, ბოლო გამარჯვება კი თავდაჯერებულობისთვის იდეალური გამოდგა (7:0).

გარდა ლა ლიგისა, "ახალი ბარსელონა" საკმაოდ საინტერესო სანახავია ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც ახალი ფორმატით სტარტს 17 სექტემბერს აიღებს.

მოახლოებულ ჩემპიონთა ლიგასთან დაკავშირებით, კატალონიური გუნდის ბრაზილიელ შემტევს - რაფინიას, ესპანური მედიის წარმომადგენლებმა საინტერესო შეკითხვები დაუსვეს, რაზეც მისი პასუხი კიდევ უფრო საინტერესო იყო.

"ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი ცოტა უცნაური იქნება, თუმცა ისევე როგორც ხალხი, ჩვენც ფეხბურთელების ალღოს მალე ავუღებთ და მივეჩვევით.

საინტერესო ფორმატია, ყველას აქვს შანსი რომ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლონ, წინასწარ რაღაცების ვარაუდი რათქმაუნდა შეუძლებელია, თუმცა მჯერა, რომ თუ ასეთ კარგ ფორმაში კიდევ დიდი ხანი შევძლებთ ყოფნას, შეგვიძლია, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ.

მშვენივრად დავიწყეთ ახალი სეზონი, ახალი მწვრთნელი, ყველა გამარჯვება, მეტი თავდაჯერებულობა და გუნდის სიძლიერე.

ყველაფერს ვნახავთ, თუმცა ბარსელონას შესწევს იმის ძალა, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს..." - რაფინია

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის მიხედვით, ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრზე, "ბარსელონას" მეტოქეები შემდეგი გუნდები იქნებიან.

  • "მონაკო"

  • "იანგ ბოისი"

  • "ბაიერნი"

  • "ცრვენა ზვეზდა"

  • "ბრესტი"

  • "დორტმუნდი"

  • "ბენფიკა"

  • "ატალანტა"

სხვა სტატიები