მანჩესტერ სიტიმ გიუნდოგანს კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება შესთავაზა
ცოტა ხნის წინ Mundo Deportivo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილქაი გიუნდოგანმა "მანჩესტერ სიტიდან" წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამავე წყაროზე დაყრდნობით, გერმანელმა "ბარსელონასთან" სამ წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და მათივე თქმით, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ყველაფერი გაოფიციალურდებოდა.
❗️Barcelona intend to officially announce the signing of Ilkay Gündogan after the Champions League final.
— Barça Universal (@BarcaUniversal) June 9, 2023
— @mundodeportivo pic.twitter.com/LDngYJjbe2
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის. იტალიელი ჟურნალისტის თქმით, "მანჩესტერ სიტიმ" გიუნდოგანს კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება შესთავაზა. ამას ერთ წლიანი გახანგრძლივებს პერსპექტივაც ემატება. აღსანიშნავია, რომ კატალონიურ კლუბთან ერთად ილქაის მიმართ ინტერესს "არსენალიც" იჩენს. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ გიუნდოგანის დამატებას არაბული კლუბებიც ცდილობენ.
Ilkay Gündogan will make a decision on his future soon 🔵🇩🇪 #MCFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 12, 2023
◉ Manchester City offer one year extension plus one more season as option.
◉ Barcelona offer three year deal.
◉ Saudi clubs, trying to temp him since January.
◉ Arsenal are also interested and informed. pic.twitter.com/6PMIz7TVEJ
შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს "მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ინტერი" დაამარცხა და ნანატრ ტიტულს დაეუფლა. სხვათაშორის, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ, "ქალაქელები" პირველნი არიან ვინც ტრებლის მოგება შეძლეს. "სიტის" წინ კიდევ ერთი ევროპული თასის ფინალი ელის. გვარდიოლას გუნდი ევროპის სუპერ თასისთვის "სევილიას" შეხვდება. აღნიშნული მატჩი ათენში, 16 აგვისტოს, 23:00 საათზე არის ჩანიშნული.