Belive

შესაძლოა, გარეთ საუთგეიტმა დაკავებული პოსტი დატოვოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთთან მარცხის შემდეგ, გარეთ საუთგეიტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა;

"ბოლო 18 თვე ჩემთვის ძალიან რთული იყო. ამ დროის განმავლობაში, ყველაფერზე ვთქვი უარი. ჩემს თავში ახლა ბევრი რამ ხდება. ზუსტად არ ვიცი წასვლა სჯობს თუ დარჩენა. როდესაც ასეთი დონის ტურნირს ეთიშები სწორად ფიქრი რთულია. მსურს სწორი გადაწყვეტილების მიღება და ვფიქრობ ახლა სწორი მომენტი არ არის."

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საუთგეიტს უკვე ჰქონდა საუბარი FA-ის წარმომადგენლებთან. ჯერჯერობით ცნობილი არ არის რა გადაწყვეტილება მიიღო "სამი ლომის" თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები საფრანგეთთან დამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა. საუთგეიტის გუნდს კარგი შანსი ჰქონდა, რომ თამაში დამატებით დროში გადაეყვანა, თუმცა, ჰარი კეინმა პენალტის გატანა ვერ შეძლო. საფრანგეთის ნაკრები კი, 1/2-ფინალში მაროკოს დაუპირისპირდება.

მუნდიალი სამშაბათს ნახევარფინალური დაპირისპირებებით განახლდება. პირველი წყვილი არგენტინა-ხორვატია იქნება, რომელიც 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები