Belive

ნიცა ბეკა ბეკას შემთხვევაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნიცას" 22 წლის ფრანგი ფეხბურთელი ალექსი ბეკა ბეკა ნიცაში მდებარე ერთ-ერთი ხიდიდან გადახტომას აპირებდა. თუ რატომ აპირებდა ახალგაზრდა ფეხბურთელი თავის მოკვლას ამის მიზეზი უცნობია. ამჟამად, ალექსის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. 

მომხდართან დაკავშირებით "ნიცამ" ცოტა ხნის წინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. 

უპირველეს ყოვლისა, მოხარულები ვართ, რომ დღეს ალექსისისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა. მასზე სათანადოდ ზრუნავენ. ჩვენ ფეხბურთელის სამედიცინო კონფიდენციალურობის პატივს ვცემთ და ყველას იგივეს ვთხოვთ. მთელი კლუბი მის გვერდით ვდგავართ. - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა ჟან-პიერ რივერმა

ფრანგულ მედიაში ვრცელდება დაუდასტურებელი ჭორები, რომ ალექსის ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. 

სხვა სტატიები