Belive

მესი: "რეალი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია..."

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო სპორტსმენმა და ფეხბურთელმა - ლეო მესიმ, კოპა ამერიკის დაწყებამდე, ამერიკულ სპორტულ გამოცემასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ ჯერ არაფერი აქვს გადაწყვეტილი და შესაძლოა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშოს. ასევე მან დღევანდელ ფეხბურთში მსოფლიოს საუკეთესო კლუბებზე ისაუბრა.

"დღეს, მსოფლიოს საუკეთესო გუნდი მადრიდის რეალია. ამაზე პასუხი მარტივია, რადგან ისინი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები არიან და რასაც ისინი აკეთებენ უბრალოდ სიგიჟეა.

თუ შედეგებით ვიმსჯელებთ, მე გეტყვით, რომ მადრიდის რეალი აუცილებლად მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, თუმცა თუ თამაშის ხარისხით ვიმსჯელებთ, ჩემი აზრით, საუკეთესო გუნდი პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტია..." - ლეო მესი

აქვე შეგახსენებთ, რომ ლეო მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად შეკრებას მაიამიში გადის, სადაც 19 ივნისს სტარტს კოპა ამერიკა აიღებს.

არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკის A ჯგუფში: პერუს, ჩილესა და კანადის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

სხვა სტატიები