Belive

შესაძლოა დავიდ დე ხეამ კარიერა დაასრულოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და დავიდ დე ხეას გზები ამ სეზონში გაიყო. ესპანელმა მეკარემ ინგლისურ კლუბში 12 სეზონი გაატარა და "ოლდ ტრაფორდი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. 

ინგლისის დატოვების შემდეგ მალევე გავრცელდა ჭორები, რომ დე ხეას დამატებით არაბული კლუბები ინტერსდებოდნენ. ჭორები ჭორებად დარჩა, ესპანელი მეკარე კი ამ დრომდე უგუნდოდ იმყოფება. უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თუ 32 წლის კარის დარაჯი მაღალი დონის კლუბისგან შემოთავაზებას არ მიიღებს, საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.

"მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული კარიერის განმავლობაში დე ხეამ პრემიერ ლიგა, FA თასი, ორი ლიგის თასი და ევროპა ლიგის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები