Belive

კრისტოფ გალტიე ალ დუჰაილის მთავარი მწვრთნელი გახდება

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პარი სენ-ჟერმენის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე კატარულ "ალ დუჰაილს" ჩაიბარებს. აღსანიშნავია, რომ ფრანგის წინამორბედი ამ გუნდში ერნან კრესპო იყო, რომელიც კლუბმა გაუშვა. ფაბრიციო რომანოს ცნობით, 57 წლის სპეციალისტი "ალ დუჰაილთან" დღეს მოაწერს ხელს. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ "პარი სენ-ჟერმენმა" და კრისტოფ გალტიემ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი გაწყვიტეს. პარიზულ კლუბთან ერთად გალტიემ საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის სუპერ თასი მოიგო.

სხვა სტატიები