Belive

შესაძლოა ბენზემამ ალ იტიჰადი დატოვოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანგი სუპერვარსკვლავი ქარიმ ბენზემა არაბულ "ალ იტიჰადს" სულ რაღაც ორი თვის წინ შეუერთდა და უკვე ვრცელდება ხმები, რომ ოქროს ბურთის მფლობელი გუნდს დატოვებს. ამის მთავარი მიზეზი მწვრთნელთან უთანხმოებაა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბენზემა ნუნუ ეშპირიტუ სანტუს სამომავლო გეგმებში არ ჯდება. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ამასთან დაკავშირებით გუნდის ხელმძღვანელობასაც განუცხადა. 

Goal.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპირიტუ სანტუ ბენზემას შეძენას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა. აღსანიშნავია, რომ 49 წლის სპეციალისტმა ბენზემას კაპიტნის სამკლავურის გადაცემაზე უარი უთხრა. ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ქარიმი გუნდში არსებული სიტუაციით კმაყოფილი არ არის და არაბეთის დატოვება სურს. 

 

მიუხედავად იმისა, რომ "რეალმა" ახალი თავდამსხმელი ხოსელუ შეიძინა, მადრიდელებს ბენზემას სრულყოფილი შემცვლელი ჯერ არ მოუძებნიათ. 

სხვა სტატიები