Belive

იანიკ კარასკო ალ შაბაბთან პირად კონტრაქტზე შეთანხმდა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შესაძლოა იანიკ კარასკომ მადრიდის "ატლეტიკო" დატოვოს.

Relevo-ს ინფორმაციით, ბელგიელი შემტევი არაბულ კლუბ "ალ შაბაბში" გადავა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამავე წყაროზე დაყრდნობით, დღეის მდგომარეობით კლუბს კარასკოს თაობაზე ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია. თუმცა,  ფაბრიციო რომანო ირწმუნება, რომ კარასკოს არაბებთან პირადი კონტრაქტი შეთანხმებული აქვს. 

საქმეს სატრანსფერო თანხა ართულებს. რომანოს თქმით, მადრიდელები შეთავაზებით უკმაყოფილონი არიან. "ატლეტიკოს" კარასკოში დიდი თანხის მიღება სურს ან გარიგება არ შედგება. 

ბელგიელს სიმეონეს გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და გავრცელებული ინფორმაციით, მის გახანგრძლივებას არ აპირებს. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, არაბული კლუბი ოფიციალურ შეთავაზებას უახლოეს დღეებში გააკეთებს. "ალ შაბაბი" იანიკს სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს. 

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთში სატრანსფერო ფანჯარა 20 სექტემბრამდე არ იხურება. 

სხვა სტატიები