Belive

შესაძლოა, ბარსელონას ლა ლიგის პირველი საშინაო მატჩის ჩატარება 6 000-იან სტადიონზე მოუწიოს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მას შემდეგ, რაც ბარსელონამ რეკონსტრუირებულ კამპ ნოუზე დაბრუნება, თავდაპირველი გეგმისამებრ, 10 აგვისტოსთვის ვერ შეძლო, გუნდს, შესაძლოა, ლა ლიგის პირველი საშინაო მატჩის ჩატარება იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე მოუწიოს, რომელიც 6 000 მაყურებელს იტევს.

Catalunya Ràdio-ს ცნობით, 14 სექტემბერს, ვალენსიასთან შეხვედრის კრუიფის სტადიონზე ჩატარება რეალურია, რადგან მონჟუიკზე 12 სექტემბერს პოსტ მელოუნის კონცერტია ჩანიშნული, კამპ ნოუს კი, ჯერჯერობით, შესაბამისი ლიცენზია მუნიციპალიტეტისგან არ მიუღია.

ბარსელონაში ჯერ კიდევ განიხილავენ, რომ ვალენსიასთან მატჩს კამპ ნოუ მაინც უმასპინძლებს და თამაშს 30 000-მდე გულშემატკივარი დაესწრება. თუმცა, ფლიკის გუნდისთვის მთავარი გამოწვევა ჩემპიონთა ლიგაა, რადგან უეფა მოითხოვს, რომ ლიგის ფაზის მთელი ეტაპის საშინაო შეხვედრები გუნდებმა ერთ სტადიონზე ჩაატარონ.

ბარსელონა ლა ლიგის ახალ სეზონს 16 აგვისტოს, მალიორკასთან მატჩით იწყებს, კატალონიურ გრანდს ესპანეთის ჩემპიონატის პირველი 3 შეხვედრა სტუმრად ელის.

სხვა სტატიები