ოფიციალურად | კილიან მბაპე სუპერ თასის ფინალში ითამაშებს
ესპანეთის სუპერ თასის ფინალურ დაპირისპირებაში, სადაც 'ელ კლასიკო' გაიმართება, კილიან მბაპე მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია ხაბი ალონსომ დაადასტურა, მოგვიანებით კი თავად ფეხბურთელმაც ისაუბრა, რომ თავს ბევრად უკეთ გრძნობს და ფინალისთვის მზად იქნება.
30 დეკემბერს, როდესაც მბაპემ ალფრედო დი სტეფანოს სტადიონზე, რეალ მადრიდის ღია ვარჯიშის დროს, მუხლზე დისკომფორტი იგრძნო, ფიზიკური აქტივობა შეწყვიტა და ვარჯიში დღევანდელ დღემდე არ დაუწყია, დღეს კი გუნდს საუდის არაბეთში შეუერთდა და პირველი ვარჯიშიც გამართა.
🚨 JUST IN: Kylian Mbappé is now on his way to Saudi Arabia.
— Madrid Xtra (@MadridXtra) January 9, 2026
He has been putting in great effort over the past few days, where he spent nearly 5 hours at Valdebebas each day. @alvaro_esteban6 pic.twitter.com/W6MGcKQo22
სამეფო კლუბში ძლიერი სურვილია, თავიდან აიცილონ ზედმეტი რისკები. სწორედ ამიტომ, მბაპე სრულად გამოეთიშა ატლეტიკოსთან თამაშს და ახლა ყურადღება მოკლევადიანი მიღწევების ნაცვლად, გამოჯანმრთელებაზე იყო გადატანილი, თუმცა ფეხბურთელმა ექიმებთან კონსულტაცია გაიარა, ხაბი ალონსოსაც ესაუბრა და აღნიშნა, რომ მზად არის, სრული დატვირთისთვის.
სუპერ თასის ფინალი 11 იანვარს შედგება, სადაც რეალი ბარსელონას დაუპირისპირდება და მორიგ 'ელ კლასიკოს' ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ მბაპეს ბარსელონას წინააღმდეგ კარიერაში 9 თამაში აქვს ნათამაშები, სადაც 12-ჯერ გოლი გაუტანა, ერთხელ კი თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.