შესაძლოა ბარსელონა უეფასგან სერიოზულად დაისაჯოს
"ბარსელონას" ლა ლიგის ჩემპიონობა თითქმის განაღდებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიელები შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ. მიუხედავად ამისა, ესპანურ გრანდს ევრო სარბიელის გარეშე დარჩენა მაინც ემუქრება. აღნიშნული ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა Sun ავრცელებს.
ESPN-ის თქმით, ესპანეთის პროკურატურამ მარტში "ბარსელონას" წინააღმდეგ, კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიურმა კლუბმა მსაჯთა კომიტეტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ხოსე მარია ენრიკეს, 2001-2018 წლებში, 7,3 მილიონი ევრო გადაუხადა. მოთხოვნა შემდეგი იყო, მატჩებზე დანიშნულიყო კლუბის მიერ დასახელებული არბიტრები.
ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგაზე ერთწლიან დისკვალიფიკაციას მიიღებს.
🚨 UEFA have officially opened an investigation into payments made by Barcelona to the former vice president of the refereeing committee in Spain.🇪🇸
— CloudNine Sports (@cloudninesports) March 24, 2023
Barca could be banned from the Champions League next season.#FCB #UEFA #LaLiga!https://t.co/gv3eYpLL39