Belive

უმტიტი: "დემბელეს ბარსელონაში ფეხბურთი არ აინტერესებდა, პსჟ-ში დაღვინდა და შედეგიც სახეზეა"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ოქროს ბურთი'' საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ ჟერმენის შემტევს, უსმან დემბელეს გადაეცა. 28 წლის ფეხბურთელმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში პირველად მიიღო.

დემბელეს ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრებისა და ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა - სამუელ უმტიტიმ ისაუბრა და წარსული გაიხსენა.

'დემბელე ჩემი დიდი ხნის მეგობარია - ჩვენ ბარსელონაში ერთად ვთამაშობდით, ამავდროულად მასთან ერთად ეროვნულ ნაკრებში ვიყავი და მსოფლიო ჩემპიონებიც ერთად გავხდით.

ბარსელონაში თამაშის დროს, თითქმის ყოველ დილით დემბელესთან დარეკვა მიწევდა, რომ გამეგო, ფხიზლად იყო თუ არა, იცოდა თუ არა, რომ ვარჯიში დილით იყო. 50 წუთით დაგვიანება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. ის ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ ვერ გააცნობიერა, რომ ბარსელონაში იყო.

პარიზში ის შეიცვალა, განვითარდა და მომწიფდა, მონდომებაც დაეტყო და რადიკალურად შეიცვალა მისი სათამაშო სტილი, ფაქტიც სახეზეა - მან ოქროს ბურთი მოიგო." - სამუელ უმტიტი

შეგახსენებთ, რომ რაიმონ კოპას, მიშელ პლატინის, ჟან-პიერ პაპენის, ზინედინ ზიდანისა და ქარიმ ბენზემას შემდეგ, უსმან დემბელე მეექვსე ფრანგი გახდა, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო.

დემბელემ 2025 წელს პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, თასი, სუპერთასი, ევროპის სუპერთასი მოიგო და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალშიც ითამაშა. უსმანმა გასულ სეზონში პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 53 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები