Belive

შესაძლო ტრანსფერი: მესის და აგუეროს ტანდემი მაინც შედგება?

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შესაძლოა ლიონელ მესის და სერხიო აგუეროს ერთ გუნდში თამაში მაინც მოხერხდეს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპულ მედიაში ვრცელდება. რამდენიმე პრესტიჟული გამოცემის მიხედვით, ლიონელ მესი მარუო იკარდის პირადი ცხოვრების გარშემო არსებული გაუგებრობით უკმაყოფილოა და ის ატმოსფერო, რომელსაც არგენტინელ ფორვარდსა და ვანდა ნარას შორის შესაძლო კონფლიქტი "პსჟ-ში" ქმნის, მას აღიზიანებს. არგენტინის ნაკრების კაპიტანს სურს, რომ თანამემამულე, რომელთანაც ჯანსაღი ურთიერთობა არ აქვს, კლუბიდან გაუშვან. რაც შეეხება თავად "პარი სენ-ჟერმენის" პოზიციას, ისინი მესის მოსაზრებას მეწტილად იზიარებენ და მზად არიან 34 წლის სუპერვარსკვლავის ყოფილ კლუბ "ბარსელონასთან" მოლაპარაკებები ამჯერად უკვე მაურო იკარდის ტრანსფერთან დაკავშირებით აწარმოონ. ამ შემთხვევაში, შესაძლოა გაცვლა ვიხილოთ: სერხიო აგუერო მაურო იკარდის სანაცვლოდ. ორი არგენტინელი თავდამსხმელის გაცვლით ყველა მოგებული უნდა დარჩეს: თავად მესი და აგუერო, რომლებიც ერთ კლუბში თამაშს მოუთმენლად ელიან, ასევე მათი გულშემატკივრები, რომლებიც ამაზე ოცნებობენ და მაურო იკარდი, რომელიც ახალ გარემოს ეძებს. 28 წლის ფორვარდი კარიერას სწორედ კატალონიურ გრანდში იწყებდა, საფრანგეთის დედაქალაქში კი 2020 წლის 1 ივლისიდან თამაშობს და 73 შეხვედრაში 36 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები