შერკი ზიდანის კვალდაკვალ - დიდი მოლოდინები ფრანგ ტალანტთან დაკავშირებით
ალჟირული ფესვების მქონე კიდევ ერთი ფეხბურთელი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში - პროგნოზირებენ, რომ რაიან შერკის ზინედინ ზიდანის მსგავსად წარმატებული კარიერა ექნება. შერკიმ ლიონის შემადგენლობაში დიდი ყურადღება მიიპყრო. გამომდინარე იქედან, რომ ის ნამდვილად არ იყო პეპ გვარდიოლას სტილის მოთამაშე, საკმაოდ ბევრს გაუკვირდა, როდესაც სიტიმ 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 22 წლის ფეხბურთელში 34 მილიონი ფუნტი გადაიხადა.
შერკი ისეთი ფეხბურთელების კატეგორიას მიეკუთვნება, როგორიც ბრაზილიელი სუპერვარსკვლავები რონალდინიო და ნეიმარი არიან - მისი თამაში დაფუძნებულია მსუბუქ და სანახაობრივ თამაშზე. ასეთი ტიპის შემსრულებლებს სჭირდებათ თავისუფლება საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად.
🇫🇷🪄 𝗥𝗔𝗬𝗔𝗡 𝗖𝗛𝗘𝗥𝗞𝗜 (𝟮𝟮) in the France National Team Training…
— Rising Stars XI (@RisingStarXI) June 1, 2026
𝗪𝗛𝗔𝗧 𝗔 𝗧𝗔𝗟𝗘𝗡𝗧 😮💨 pic.twitter.com/pab1W50IOz
გვარდიოლამ გარკვეულწილად შეარბილა თავისი პოზიცია, რის შედეგადაც შერკიმ, ინგლისში შედარებით უფერული სტარტის შემდეგ, თანდათან მოიპოვა ადგილი გუნდში. რაბონათი შესრულებული საგოლე გადაცემები და მატჩის დროს ბურთით არაორდინალური მოძრაობები მოეწონა ქალაქელების გულშემატკივრებს, თანაც ამ პერიოდში მან ლიგის თასი და ასოციაციის თასიც მოიგო.
შერკი საფრანგეთის ნაკრებში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოიძახეს და უკვე შეადარეს ლეგენდარულ თანამემამულე ზინედინ ზიდანს. ლუი საამ GOAL-თან საუბრისას განმარტა, თუ რატომ შეუძლია „მანჩესტერ სიტის“ პლეიმეიქერს კიდევ უფრო განვითარდეს ახლა, როდესაც პეპ გვარდიოლამ „ეტიჰადის სტადიონი“ დატოვა.
„მე შერკის ჯერ კიდევ ლიონში ვხედავდი და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ფრანგული პრესა ძალიან მკაცრი და მომთხოვნი იყო მის მიმართ. საერთოდ არ გამკვირვებია, რომ მანჩესტერ სიტიში ასე განვითარდა, მით უმეტეს კლუბში, რომელიც გარდამავალ ეტაპზე იმყოფებოდა. ის განსაკუთრებული ტალანტია. გვარდიოლასთან გატარებული ერთი წელი მას ძალიან დაეხმარება, მიყვარს ეს მწვრთნელი და პატივს ვცემ იმას, რაც ფეხბურთს მოუტანა, მაგრამ ზოგჯერ, განსაკუთრებით ასეთი ტიპის მოთამაშეებთან, ზედმეტად მკაცრია. არ მგონია, თავად პეპსაც უნდოდეს, რომ ასეთი ნიჭი დაიკარგოს“ - ლუის საა
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებში მიმდინარე წლის მუნდიალზე I ჯგუფში იასპარეზებს სენეგალის, ნორვეგიისა და ერაყის ნაკრებების წინააღმდეგ. 16 ინვისს ფრანგები სენეგალს დაუპირისპირდებიან.