Belive

შეფილდ უენსდის საოცარი ქამბექი და ლიგა 1-ის ფინალის საგზური

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონშიფის საგზურისთვის ლიგა 1-იდან 4 გუნდი იბრძოდა. ერთ-ერთი "შეფილდ უენსდია", რომელმაც პირველი მატჩი სტუმრად "პეტერბოროსთან" 4:0 დათმო, მეორე მატჩში კი საკუთარ მოედანზე ისტორიული მატჩი ჩაატარა და ჩემპიონშიფამდე მხოლოდ 1 ნაბიჯი აკლია.

პირველ მატჩში 0:4 ჩამორჩენის შემდეგ, "შეფილდ უენსდის" შანსები თითქმის ნულს უტოლდებოდა, თუმცა მათ საკუთარ მოედანზე მატჩის 98-ე წუთზე მეოთხე გოლი გაიტანეს და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანეს.

დამატებით დროში კი 1:1 დასრულდა (ორი მატჩის ჯამში 5:5) და ყველაფერი თერთმეტმეტრიანების სერიაში გადაწყდა, სადაც "შეფილდმა" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

"შეფილდ უენსდი" ჩემპიონშიფის პლეი-ოფის ფინალში "ბარნსლი" - "ბოლტონს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები