Belive

ჰანსი ფლიკი: "ბარსელონა ჩემი კარიერის დასკვნითი ნაბიჯი იქნება"

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი მისი კარიერის განვითარებასა და მომდევნო ნაბიჯებზე საუბრობს. გერმანელი სპეციალისტი ამბობს, რომ ბარსელონას შემდეგ სხვა გუნდის გაწვრთნას აღარ აპირებს.

​"ეს ჩემს კარიერაში დასკვნითი ნაბიჯი იქნება. დიახ, მინდა კონტრაქტის გახანგრძლივება, მაგრამ ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის. ახლა შესაფერისი დრო არაა.

ყველამ იცის, რომ აქ ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ეს ჩემს ოჯახთან უნდა განვიხილო. ამ საუბრის დრო მოვა, მაგრამ ახლა არა", - ამბობს ჰანსი ფლიკი.

ფლიკი ბარსელონას მთავარ მწვრთნელად 2024 წლის ზაფხულში დაინიშნა და ამ დროის განმავლობაში ესპანეთის ჩემპიონატის, თასის და ორჯერ სუპერ თასის მოგება მოახერხა. მას კონტრაქტი ბარსელონასთან შემდეგი წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები